დაბინძურებული გარემო

Wednesday, June 26, 2013


  1. პროექტის სახელწოდება: მე დავიცავ გარემოს
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: უნდა დავიცვათ გარემო,
  3. პროექტის აქტუალობა: გარემოს დაბინძურებამ  შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას დედამიწას, ადამიანებს.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლემ შეძლოს სუფთა და დაბინძურებული გარემოს გარჩევა,შეძლოს გარემოს უკეთ აღქმა და შეცნობა, დაკვირვებისა და ანალიზის უნარის გამომუშავება, შეძლოს კვლევის უნარ- ჩვევების განვითარება, აღწეროს საკუთარი თუ სხვისი ქმედება გარემოში სისუფთავის შესანარჩუნებლად, გამოუმუშავდეს გარემოს დასუფთავებაზე მზრუნველი დამოკიდებულება, შეძლოს განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისათვის.
  5. მონაწილეთა ასაკი:8-9 წლის
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 6-7 კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიგებენ სასურველ ინფორმაციებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, შეძლებენ დასკვნების გამოტანას, სიტყვიერად ან ჩანახატის სახით გადმოსცენ საკუთარი განწყობა / პლაკატები, ფაილები, სლაიდები, ფოტოსურათები.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული აპარატი, კომპიუტერი, სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ფერადი ფანქრები, საწერკალამი, წინასწარ გამზადებული სავარჯიშო ტესტები, ბუნების სურათებით გამზადებული სლაიდი (სუფთა და დაბინძირებული გარემო).
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა 1. სიტუაციური ამოცანის წაკითხვა (მოტივაციისათვის)

აქტივობა 2. სახელმძღვანელოში ბუნების სურათების დათვალიერება, ციფრული აპარატით გადაღებული სურათების დათვალიერება.

აქტივობა 3. ბუნებაში გასვლა. აქცია: "დავიცვათ ბუნება" (სკოლის მიმდებარე ტერიტორია)
აქტივობა 4. ვადგენთ მოთხრობას.
აქტივობა 5. ტესტებზე მუშაობა. სურათების დაკავშირება სიტყვებთან.
აქტივობა 6. მოსწავლეები კითხულობენ ლექსებს - "ტყის ჩივილი" გ. წერეთელი, "ტყე შეუნახე შვილებსა" - ხალხური.

პროექტის აღწერა: ერთ-ერთი გაკვეთილის " სუფთა და დაბინძურებული გარემო" მსვლელობის დროს დაიბადა იდეა გაგვეკეთებინა პროექტი სახელწოდებით " მე დავიცავ გარამოს". მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი დაესუფთავებინათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია ( დასუფთავება, ხეების მოვლა- " მკურნალობა").
შემდეგი გაკვეთილისთვის ბავშვებმა მოიტანეს ცელოფნის პარკები, ხელთათმანები და გავედით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოიმარჯვეს "სამუშაო იარაღები" და შეუდგნენ მუშაობას. ამ პროექტს გამოეხმაურნენ მშობლებიც , მათ მე-3 კლასელებთან ერთად განახორციელეს შემდეგი აქტივობა: დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია ბავშვებტან ერთად, მათთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო, რადგან ისინი გრძნობდნენ რომ მშობელი არ არის გულგრილი და პასიური სკოლისა და მისი კლასელების მიმართ. (სურათები)
ეს არის ჩემი ნატვრის ხე- ამბობს ერთ- ერთი მოსწავლე და სთავაზობს: ყველამ ავირჩიოთ ჩვენი ნატვრის ხე, მოუაროთ, გაუფრთხილდეთ და ასე გაიხარებს ტყე (სურათი "ნატვრის ხესთან"-ხელებშმოხვეული)
(სურათი ხის " მკურნალობა".
კლასში დაბრუნების შემდეგ ვთავაზობ : მოიფიქრონ მოთხრობა სათაურით "ნატვრის ხე" (მოთხრობის თითოეული წინადადება უნდა დაიწყოს სათაურს შემავალი მომდევნო ასოთი, მოთხრობა უნდა შედგებოდეს იმდენი წინადადებისაგან რამდენი ასოც არის სათაურში. საუკეთესო მოთხრობა გამოვაკარით სტენდზე)


  ნ ახეთ, რამდენი ნაგავი დაუყრიათ?!

  ა სე როგორ შეიძლება?

  ტ ყეს უნდა გავუფრთხილდეთ!

  ვ  ისურვებდით საქართველოს აყვავებას, გამთლიანებას.

  რ ას მიქვია ღარიბი და ლტოლვილი?

  ი  ა და ვარდი ვახაროთ ყველგან.

  ს  იყვარული და სიხარული ვთესოთ.

  ხ ომ კარგი სურვილები გვაქვს? ამ სურვილს ერთი დევიზიც მივამატოთ:

  "ე რთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის!"


მოსწავლეებმა წაიკითხეს გ. წერეთლის ლექსი- "ტყის ჩივილი" (ნაწყვეტი):

უჩვენოდ წყარო დაშრება
ვერ იბიბინებს ეს ყანა (სურათი)
ლამაზ ფრინველებს თუ მოსპობთ,
მწერებს დარჩებათ ქვეყანა.

ხალხური ლექსი "ტყეებს ნუ კაფავ!"

ტყეებს ნუ კაფავ, ძმობილო,
მთა გატიტვლდება,  ბრალია,
ია და ვარდი დაჭკნება,
ფესვებს მოუთხრის ქარია,
მლე ჩამორეცხს ავდარი,
კლდეღა დარჩება სალია,
მთის ცივი წყარო დაშრება,
ყანას მოგვიჭამს კალია (სურათი)
ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ შენი ვალია!

პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი (აპლიკაციებით)- "დავიცვათ ბუნება". შეასრულეს სხვადასხვა აქტივობები მაგ. "ამოირჩიე საუკეთესო"

აგრეთვე შეხვედნენ ჩვენი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს  ლ. წიკლაურს.
ქალბატონი ლ. წიკლაური ესაუბრა ბავშვებს გარემოს დაცვის აუცილებლობაზე




10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ბუნება  : მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა,აკვირდება, აღწერს და ხატავს მის გარშემო არსებულ ობიექტებს, ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის აპლიკაციას,კოლაჟს.
ქართული ენა: მოსწავლეს შუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია, დაწეროს მცირე ზომის მოთხრობა.
ისტ-: მოსწავლე ქმნის ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ): დალი საჯაია
12.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: dalisajaia@gmail.com
13. პროექტი ვებ- გვერდი / ბლოგი:dalisajaia.blogpost.c


1 comment:

  1. Casino Finder (2021) - JTM Hub
    Find the BEST casino website for you! Play casino games 경상남도 출장샵 at JTM Hub, 양주 출장마사지 the only one in the UK with JT Hub. Join today 창원 출장마사지 to 아산 출장샵 find out more! 이천 출장안마

    ReplyDelete